საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახალუბანთან დაკავებული 60 წლამდე მამაკაცი გათავისუფლებულია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახალუბანთან დაკავებული 60 წლამდე მამაკაცი გათავისუფლებულია, – ამის შესახებ “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებულები იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
საოკუპაციო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანთან 60 წლამდე მწყემსი დღეს დააკავა.