თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

“საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟო და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ჭარბი წყლის მოცილების მიზნით, თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისაგან საერთო სიგრძით 2 500 მეტრამდე კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. სამელიორაციო ღონისძიებები 32 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო -სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება.
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია ივლისის ბოლოს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები