სოსო მანჯავიძე: როგორც იქნა მოვისმინე ფასილიტატორების ადექვატური განცხადება, – მოიხსნა დილემა, ან აღიარეთ გიორგი რურუა პოლიტპატიმრად ან არ ვცნობთ არჩევნებს ლეგიტიმურად
როგორც იქნა მოვისმინე ფასილიტატორების ადექვატური განცხადება. ის, გონების შეურაცხმყოფელი დილემა, რომლის წინაშეც აყენებდნენ საქართველოს ან აღიარეთ გიორგი რურუა პოლიტპატიმრად, ან არ ვცნობთ არჩევნებს ლეგიტიმურად და ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს- მოიხსნა,- ამის შესხებ სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორ მანჯავიძე აცხადებს,იგი არ არის მოხიბლული საარჩევნო სისტემის ამ მოდელით, თუმცა მშვიდობა ომს ჯობია.
ალბათ, ელჩებს მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია და ისინიც მიხვდნენ, რომ ეს “პოლიტპატიმრების ” ისტორია ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. საინტერესოა, იქნება თუ არა ნაციონალური მოძრაობის რეაქცია ადექვატური. “ევროპულმა საქართველომ ” უკვე გააკეთა განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ მოდელით მოხიბლული არ გახლავართ. თუმცა ცუდი მშვიდობა კარგ ომს სჯობია, როგორც ნათქვამია. მშვიდობა კი ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას”,- წერს სოსო მანჯავიძე.