ლარი დოლართან მიმართებით 0.0013 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0013 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.0385 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.0372 ღირდა.
0.0135 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4040 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4175 ლარი იყო.