მცირე მარნები ღვინის რეალიზაციის 40%-იან შემცირებას ელიან
მცირე მარნები წელს ღვინის რეალიზაციის 40%-იან შემცირებას ელიან. მეღვინეების განმარტებით, მიზეზი კოვიდ19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული კრიზისული ვითარებაა. მათივე პროგნოზით, კომპანიებს საექსპორტო პროდუქციაზე ფასების შემცირება მოუწევთ.
მეწარმეები ამბობენ, რომ თითქმის ყველა ქვეყანამ ადგილობრივი პროდუქციის სტიმულირება დაიწყო, რაც უცხო ბაზრებზე შესვლას დროებით შეაფერხებს. შესაბამისად, ღვინის ექსპერტების შეფასებით, მცირე მარნებმა მომავალი წელი ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დაგეგმონ.