აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს

პორტლენდში აქციის მონაწილეთა ჯგუფმა აშშ-ის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდო, რომელიც “გერმანულ-ამერიკული საზოგადოების” ორგანიზაციის შენობასთან იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია KOIN-ი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ 20 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ძეგლს მიუახლოვდა, ქვეყნის დროშა შემოაცვა და დაწვა.

მოგვიანებით, მათ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდა და ერთობლივი ძალებით ძეგლი ჩამოაგდეს.

ძეგლზე გეკეთდა გრაფიტი – “1619”, რაც აშშ-ში პირველი მონების ჩამოსვლის წელს ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები