რომელი პროდუქციის ექსპორტი შემცირდა და რამდენით საქართველოდან

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 1 235.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი – 2 970.1 მლნ. აშშ დოლარს (17.0 პროცენტით ნაკლებია).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მაისში 1 734.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.
2020 წლის იანვარ-მაისში სასაქონლე ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა – 258.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 148.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 109.2 მლნ. აშშ დოლარით (8.8 პროცენტი).

ოფიციალური სტატისტიკით, 10 უმსხვილესი საექსპორტე საქონლიდან 8-ის ექსპორტი შემცირებულია, კერძოდ;

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $36.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -59.8%;
მსუბუქი ავტომობილები – $148.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -31%;
მინერალური და მტკნარი წყლები – $42.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.3%;
ფეროშენადნობები – $109 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.1%;
ზოტოვანი სასუქები – $39 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -14.2%;
ყურძნის ნატურალური ღვინოები – $73.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.3%;
სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $258 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -1.2%;
ოქრო – $36.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.5%;

ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $66.7 (წინა წელს ამ საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები