აზერბაიჯანში საკარანტინე ზომები ისევ გაამკაცრეს
აზერბაიჯანში 21 ივნისიდან ორი კვირით საკარანტინე ზომები მკაცრდება.
ამის შესახებ ოპერატიული შტაბის ბრიფინგზე განაცხადეს.
განსაკუთრებული შეზღუდვები 21 ივნისიდან 5 ივლისამდე დაწესდება ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ევლახში, ჯალილაბადში, ლიანკარანსა და მასალაში.
ამ ქალაქების მოსახლეობა სახლიდან გასვლას სმს-შეტყობინების გარეშე ვერ მოახერხებენ.
ასევე, ამ ქალაქებში დახურული იქნება სავაჭრო ობიექტები, საპარიკმახეროები და მუზეუმები. პარკებში შესვლა უნდა იყოს ღია.
გარდა ამისა, აზერბაიჯანში საკარანტინე რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდება.