კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო, ევროპის ზოგმა ქალაქმა ლოკალური კარანტინი დააწესა

კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო, ევროპის ზოგიერთ ქალაქში ლოკალური კარანტინი დაწესდა.

მაგალითად, გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე გიუტერსლოს ოლქის მთავრობამ სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გზით ადგილობრივ საწარმოში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით გავრცელების პრევენცია უნდა მოხდეს. სკოლები 29 ივნისამდე იქნება დახურული.

საბერძნეთის ჩრდილოეთით, ქსანტის რეგიონში, ეხინოსის თემში მოსახლეობა 7-დღიან მკაცრ კარანტინში მოათავსეს, რადგან რეგიონში ვირუსის 73 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვალება დაფიქსირდა.

სლოვენიაში ჯანდაცვის სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფმა მთავრობას მკაცრი ზომების შემოღებისკენ მოუწოდა, რადგან მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მატება ფიქსირდება.

ამასთანავე, ბულგარეთში ვირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. უკანასკნელ 24 საათში ქვეყანაში 112 ახალი შემთხვევაა. შუმენის რაიონში კი, სულ მცირე, 35 შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები