ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს “ტოიოტასა” და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლი, 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიყწო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები