პესკოვი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაში რუსეთის მონაწილეობას უარყოფს

“ქართველ ჟურნალისტზე, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის სურვილში რუსეთის მთავრობის დადანაშაულება აბსურდულია და რეალობას არ შეესაბამება”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, თუ გახსოვთ, ამ ინციდენტში თავიდანვე იყო ბრალდებები რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ და თავიდანვე ვთქვით, რომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება არის აბსურდული და რეალობას არ შეესაბამება”, – თქვა პესკოვმა.

12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები