ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0035 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.0643 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.0608 ღირდა.
0.0235 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4669 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4434 ლარი იყო.