სტოლტენბერგი გერმანიიდან აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირების გეგმას გამოეხმაურა

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ინტერესშია, ევროპაში სამხედრო ყოფნა შეინარჩუნოს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიფინგზე გერმანიაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირების თეთრი სახლის გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

“საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან გასულ კვირას განვიხილეთ. ჩემი მესიჯი ასეთია: ევროპაში აშშ-ის ყოფნა ევროპის ინტერესშია, ასევე – აშშ-ის ინტერესშიც”, – თქვა ალიანსის ლიდერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში ამერიკელი და კანადელი სამხედროების ყოფნა ტრანსატლანტიკურ კავშირს აძლიერებს, “ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია ასევე ჩრდილოეთ ამერიკისთვის”.

მისივე თქმით, ჯერ უცნობია, როდის გეგმავს აშშ გადაწყვეტილების რეალიზებას.

“პრეზიდენტმა განაცხადა ის, რაც განაცხადა, მაგრამ გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ არის, როდის და როგორ იქნება ის იმპლემენტირებული. ველოდები, რომ საკითხს უახლოეს მინისტერიალზე განვიხილავთ”, – თქვა სტოლტენბერგმა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანიაში ამერიკელი სამხედროების რიცხვი 25 ათასამდე შემცირდება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები