სამაცივრე მეურნეობებში გასულ წელს 232.4 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა

2019 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 232.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის, 61.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.7 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9.0 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 6.8 პროცენტი – თევზეული, 2.1 პროცენტი რძის პროდუქტები. საქსტატის მონაცემებით, მომსახურება გაეწია 516 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 359 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 994 კაცით განისაზღვრა.

გასულ წელს საქართველოში 109 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (50.5 პროცენტი) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქვემო ქართლის (11.0 პროცენტი), კახეთის (10.1 პროცენტი), ქ. თბილისში (9.2 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (8.3 პროცენტი), იმერეთის (5.5 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (2.8 პროცენტი), გურიისა (1.8 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის (0.9 პროცენტი) რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები