ვარკეთილში მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

მისივე თქმით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის.

„ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული. პირველადი დათვალიერებით დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია. ადგილზე მუშაობდა 25 სახანძრო ავტოსისტემა და სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს. მეხანძრე მაშველებს მოუხდათ ძალიან რთულ ვითარებაში მუშაობა, თუმცა, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. იყო საფრთხე, რომ ხანძარი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე და გვერდით მდებარე კორპუსზე და ბაზრობის კიდევ სხვა ნაწილზე“, – განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები