ოთარ კერესელიძე: ადგილზე მობილიზებულია 21 სახანძრო-სამაშველო ცისტერნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე საკმაოდ დიდი ფართობი იწვის.

როგორც მან ჟურნალისტენბს განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია 21 სახანძრო-სამაშველო ცისტერნა, თუმცა დამატებითი ჯგუფები ასევე მოდიან რუსთავიდან და წყნეთიდან.

“მეხანძრე- მაშველები აკეთებენ ყველაფერს, რადგან მოხდეს ცეცხლის მაქსიმალურად მალე ლოკალიზება. ძალიან დიდი გართულებები ამ ეტაპზე არ არის,” – განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები