ვარკეთილში შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია
ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც ” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში” აცხადებენ, ცეცხლი შერეულ ბაზრობაზე ჯიხურებს გაუჩნდა.
მათივე ცნობით, ადგილზე 13 სამაშველო ჯგუფი მუშაობს და დამატებითი ძალები გზაში არიან.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”