საავიაციო ნავთობის იმპორტი 200%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის მაისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,0 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით, ანუ 200%-ით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს (1,0 ათასი ტონა) და 9,0 ათასი ტონით, ანუ 75,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,0 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 90% (2,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 10% (0,3 ათასი ტონა) – თურქეთიდან. მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 22,4 ათასი ტონა, რაც 20,5 ათასი ტონით, ანუ 47,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (42,9 ათასი ტონა) შედარებით. მ/წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 77,2% (17,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,9% (2,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 9,8% (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები