კელი დეგნანი: ეს არჩევნები საქართველოსთვის არის შანსი, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, წლევანდელი არჩევნები საქართველოსთვის არის შანსი, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს.

მისივე თქმით, არჩევნები მნიშვნელოვანია და ხალხი მას დიდ ყურადღებას მიაქცევს.

“ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და ხალხი მას დიდ ყურადღებას მიაქცევს, ეს არის საქართველოსთვის შანსი, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი, რომ ყოველი არჩევნები უკეთესია ვიდრე წინა. პარლამენტისგან ველოდებით მნიშვნელოვან ცვლილებას საარჩევნო სისტემის კუთხით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უჩვეულო გარემოებებში. არჩევნების თარიღი ჯერ არ არის დაზუსტებული ვირუსის შესაძლო მეორე ტალღის გამო. მთავრობა განიხილავს, რა გააკეთოს, როგორც სხვა მთავრობები ანალოგიურ სიტუაციაში. ჩვენ უპრეცედენტო ვითარებაში ვართ”, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები