სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 300 ათასი ტონით გაიზარდა
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა საქართველოში 300 ათასი ტონით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, იანვარ-აპრილში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 12.2 მლნ ტონა შეადგინა მაშინ, როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 11.9 მლნ ტონა გადაიზიდა.
400 ათასი ტონით გაიზარდა და 5.9 მლნ ტონა შეადგინა საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ. 3,292 ერთეულით გაიზარდა გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაც.