ფულადი გზავნილების მოცულობა 9.6 %-ით შემცირდა

მაისში უცხოეთიდან 131.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 9.6%-ით (13.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტად გზავნილები რუსეთიდან შემცირდა, კლებამ 43.18% შეადგინა, 30,62%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები გაერთიანებული სამეფოდან. სამაგიეროდ იტალიიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან გადმორიცხვები გაიზარდა.

მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვები $13.6 მლნ -მდე, 33.7%-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები