სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში ფილმის ჩვენება გაიმართა
სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა სურვილის გათვალისწინებით, ახალი ქართული ფილმის – „Mr. ძიძა“-ს ჩვენება გაიმართა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა “კომედი შოუს “ მხარდაჭერით წარადგინა. ფილმის ჩვენებას, მსჯავრდებულ ქალბატონებთან ერთად, სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობა და ფილმის რეჟისორის თანაშემწე გოგა ჩიკვაიძე ესწრებოდნენ. ჩვენების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულები სტუმარს გაესაუბრნენ და შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 2014 წლის სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში კინოჩვენება უკვე მეორედ გაიმართა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინიციატივით მსჯავრდებულთა სხვადასხვა დაწესებულებაში ფილმების ჩვენება კვლავ გაგრძელდება.