ლარი კვლავ გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0006 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.0387 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.0393 ღირდა.
0.0026 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4577 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4551 ლარი იყო.