ტოკიოში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, 30 ადამიანია ჰოსპიტალიზებული

ტოკიოში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ჰოსპიტალიზაცია 30 ადამიანს დასჭირდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ტელეარხის NHK-ის ინფორმაციით, ტოკიოს სახანძრო სამმართველო მოქალაქეებს კონდინციონერების გამოყენებას, ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვასა და წყლის ხშირ დალევას ურჩევს.

გარდა ამისა, სპეციალისტების რჩევით, შეიძლება პირბადის მოხსნა, თუ ადამიანებს შორის საკმარისად დიდი მანძილია.

ტოკიოში ჰაერის ტემპერატურამ 32 გრადუსს მიაღწია, ჰონსიუს კუნძულზე კი 33 გრადუსამდე, თუმცა მოსალოდნელია 2-3 გრადუსით მატებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები