ლარი მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0843 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.0648 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.9805 ღირდა.
0.095 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4549 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3599 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები