მერაბ ქვარაიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ,,ფეისბუქლაივი” გამართა და მოქალაქეების კითხვებს უპასუხა
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ თემაზე: „აწარმოე საქართველოში პროგრამები შენთვის” მორიგი ,,ფეისბუქლაივი” გამართა.
პარლამენტის წევრმა ამჯერად საზოგადოების კითხვებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსთან, ლაშა ბოსტაშვილთან ერთად უპასუხა.
„ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ჩემი ლაივის მეშვეობით უშუალო კომუნიკაცია მქონდეს მოქალაქეებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვისაუბრო მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე. ამჯერადაც ჩემი ,,ფეისბუქლაივი” იყო საკმაოდ ინტერაქტიული, დაისვა უამრავი კითხვა, რომელსაც ადგილზევე გავეცით ამომწურავი და დეტალური პასუხი,” – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.