რუსეთში, ფრენების აღდგენის პარალელურად, შემოდგომიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხსაც განიხილავენ
რუსეთმა საერთაშორისო ფრენები შესაძლოა, უკვე 15 ივლისიდან განაახლოს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროში საკითხს აქტიურად განიხილავენ.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ “როსავიაცია” “როსპოტრებნადზორს” ფრენების 15 ივლისს განახლების შესახებ წინადადებით უახლოეს დროში მიმართავს.
არსებული ინფორმაციით, 15 ივლისიდან ავიამიმოსვლა გაიხსნება დსთ-ის ქვეყნების 8 დედაქალაქთან, 1-ელ აგვისტოს – მსოფლიოს 7 ქვეყანასთან (ევროპის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია).
გარდა ამისა, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციისთვის გახდა ცნობილი, რომ, რუსული ავიამზიდავების ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი აღდგენის მიზნით, შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტესთან ფრენების განახლების საკითხიც განიხილება.