ბრაზილიაში პრეზიდენტის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა

ბრაზილიაში პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ აქცია გაიმართა, კონტრაქცია გამართეს პრეზიდენტის მხარდამჭერებმაც.

დედაქალაქში ასობით ადამიანს ეჭირა პლაკატები “რასიზმისა და ფიშიზმის წინააღმდეგ”, “ტერორიზმი – ეს არის მთავრობის პოლიტიკა”.

აღნიშნული აქცია პანდემიის დაწყებიდან ბოლსონარუს წინააღმდეგ პირველია.

ამის პარალელურად, ქალაქში პრეზიდენტის მხარდამჭერთა ჯგუფიც შეიკრიბა. ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ.

სან პაულუში ბოლსონარუს მხარდასაჭერად 50-მე ადამიანი შეიკრიბა. მათგან, დაახლოებით, 10 კილომეტრის დაშორებით კონტრაქცია იმართებოდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით,”ბოლსონარუ ყველაფერს ეწინააღმდეგება – მას ფერადკანიანების, ჰომოსექსუალების, ქალების. ის მხოლოდ მდიდრებზე ფიქრობს”.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზე.

​8 ივნისის მონაცემით, ქვეყანაში 691 758 ინფიცირებულია, გარდაცვლილთა მიხედვით ქვეყანა მესამე ადგილზე 36 455 ლეტალური შემთხვევით. ამასთან, ვირუსის დამარცხება 283 952-მა ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები