მარინა ეზუგბაია: ორ დღეში, ჯამურად, 20 გამოჯანმრთელებული გვყავს, სულ კი – 683

“ბოლო ორ დღეში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა საკარანტინე სივრციდანაა შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევებია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორ დღეში, ჯამურად, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„მინდა, გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა ყოველ დღე მხოლოდ ერთი იყო. გუშინაც ერთი იყო და დღესაც ერთი ახალი შემთხვევაა. სულ, ჯამურად, არის 810 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელების ციფრიც კარგად გაიზარდა, გუშინ 11 იყო, დღეს ცხრა, ორ დღეში  20 გამოჯანმრთელებული გვყავს, სულ კი არის 683 გამოჯანმრთელებული. დადასტურებული შემთხვევები საკარანტინე სივრციდანაა, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევებია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 114 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს – მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში ამჟამად 47 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტიდან ექვსი ჩვენი ცენტრიდანაა. გრძელდება გამოჯანმრთელების მონიტორინგი, ვნახოთ, ხვალ რა მონაცემები გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები