გარდაბნის მერი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე-დუანიამალ გაჯიევთან ერთად , თურქეთის ელჩს საქართველოში – ფატმა სერენ იაზგანს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის წარმომადგენლობას შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივ სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებში გატარებულ საქმიანობებზე ისაუბრეს.

“დღესვე, თურქეთის მხარემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, მოწყვლადი კატეგორიის დახმარების მიზნით 100 ცალი სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი გადასცა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები