ლარი გამყარებას განაგრძობს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0279 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9562 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.9841 ღირდა.
0.0054 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.3476 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3422 ლარი იყო.