საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში 6 ივნისიდან 9 ივნისამდე ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +30-32 გრადუსი იქნება.
“6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. (მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.) ჰაერის ტემპერატურა 7-8 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.