მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო 2 საკარანტინე სივრციდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინე სივრციდანაა.

„გუშინ დილის მონაცემებით, გვყავდა 801 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ოთხი და გახდა 805. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 644, დაემატა ექვსი. ამჟამად არის 650, რაც დაახლოებით 81 პროცენტს შეადგენს. ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი არის ცნობილი წყარო, საბურთალოს წყარო, დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ხოლო ორი პაციენტი საკარანტინე სივრციდან დადასტურებული შემთხვევებია.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს – ჩვენ გუშინ ხუთი გამოჯანმრთელებული შემთხვევა გვყავდა, რომელმაც კლინიკა გუშინვე დატოვა და ამჟამად გვყავს 52 დადასტურებული შემთხვევა. 52 დადასტურებულ შემთხვევაში მძიმე, პრობლემური პაციენტი არ გვყავს. გვყავს რამდენიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები