საქართველოს ეკონომიკის პოსტკრიზისულ გეგმას ლონდონისა და კემბრიჯის მეცნიერები დაწერენ

საქართველოს ეკონომიკის პოსტკრიზისული გეგმა 2 თვეში გასაჯაროვდება, როგორც ეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, გეგმაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კემბრიჯის, ლონდონისა და დელოიტის ნიუ იორკის ანალიტიკოსები მუშაობენ.

„ამ გეგმის პირველი სამუშაო ვერსიის დასრულებისთანავე გამოვიტანთ განსახილველად. ესაა ის გეგმა, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, პოსტპანდემიურ პერიოდში, რომლის კონტურებიც ჯერ კარგად არ არის ცნობილი, მაქსიმალურად იყოს მომზადებული და ეფექტური.
დაახლოებით, ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ამ გეგმის პირველი მონახაზი გვქონდეს. შემდეგ კიდევ ერთი თვე, რომ ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მას საბოლოო სახე მივცეთ. ძირითადი აქცენტი საბიუჯეტი სახსრებზე 2021 წლიდან გაკეთდება“, – აღნიშნასაქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები