ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილში, ფინმარკის პროვინციაში ძლიერმა მეწყერმა სოფლის ნახევარი, მათ შორის, 8 საცხოვრებელი სახლი ზღვაში ჩაიტანა.
Forbes-ის ინფორმაციით, მეწყერის სიგანე 600 მეტრს აჭარბებდა, სიმაღლე 120 მეტრზე მეტი იყო.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა დღის საათებში მოხდა.