სოფელ აღთაკლიაში გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, უკვე დასრულებულია ასფალტის საფარის მოწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ 618’787 ლარით ფინანსდება.