საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 75 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ მუშევანიდან იყო. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ცნობისთვის, საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. მათგან 634 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები