თბილისში, ყვავის თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს ყვავი დაესხა თავს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ის თვითმხილველმა განუცხადა.
მათივე ინფორმაციით, ფრინველის თავდასხმის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები “ნიუ ჰოსპიტლსში” გადაიყვანეს.
კლინიკაში შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. დაშავებულები კლინიკიდან უკვე გაწერეს.