თბილისში ჩვილის ცხედარი იპოვეს

თბილისში, გლდანულაში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩვილის ცხედარი იპოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხედარი დღეს საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა ვინმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები