ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა გრძელდება

სოფელ ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ დროისთვის,  ​საქლორატორო და სატუმბი სადგურის კონსტრუქციული ნაწილი ეწყობა.

“პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. სამუშაოებს შ.პ.ს. „ჯი-ი-ეს” ასრულებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები