წვიმა ელჭექით, ზღვაზე შტორმი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

“2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა”, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

​მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები