შიხიაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ აქტიურ პოლიტიკაში, მაინც გამუდმებითაა მცდელობა, უარყოფით კონტექსტში იყოს ჩემი სახელი და გვარი წარმოჩენილი

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანლის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, გამუდმებით არის მცდელობები, მისი სახელი და გვარი უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მე რაღაც კორუფციულ გარიგებებთან მაქვს კავშირი. მინდა, ვუთხრა საზოგადოებას: ბოლო 1 წლის განმავლობაში თუ რაიმე ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება სატელევიზო სივრცეში, ყოველთვის ვიღაცის მცდელობაა, ამას ჩემი სახელი და გვარი მიებას და “გაშავების” მიზნით ცუდ კონტექსტში იყოს წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ საჯარო მოხელე და აქტიურ პოლიტიკაში არ ვარ ჩართული, მაინც გამუდმებითაა მცდელობა, უარყოფით კონტექსტში იყოს ჩემი სახელი და გვარი წარმოჩენილი. მე არ მაქვს თავი სამართლებელი. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ საზოგადოების წინაშე. ყველა ეს ინფორმაცია ცილისმწამებლურია, ყოველთვის აღმოჩნდა ტყუილი ერთი მიზეზი გამო – დანაშაული არ არსებობს. ადრეც ვსაუბრობდი ნეობოლშევიკურ ძალებზე – ესენი არიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, მათი ანასხლეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაწანწილა ძაღლებივით მათი პურის ქერქებით იკვებებიან. ღმერთმა დამიფაროს, მათ მოვწონდე. მიუხედავად იმისა, რომ 4 წელია, აქტიურ პოლიტიკაში აღარ ვარ, მაინც რატომღაც თავდასხმის ობიექტი ვარ. ალბათ, მათ ეშინიათ, სამართლიანადაც, რადგან ისინი მე საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში თბილისში დავამთავრე”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები