საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაზგასამართ სადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია 

თბილისში, ნუცუბიზის პლატოზე, კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გაზგასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა, ხანძარი ლიკვიდირებულია.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენელის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების ან ხელახალი აფეთქების საშიშროება არ არის.

„ამაშუკელის ქუჩაზე, „ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. დაშავებული არის ერთი პიროვნება, რომელიც სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. ადგილზე დაახლოებით 4 წუთში ოპერატიულად იქნა მობილიზებული 6 სახანძრო – სამაშველო ბრიგადა. ამ დროისათვის ცეცხლის გავრცელების ან თავიდან აფეთქების საშიშროება არ არის. ხანძარი არის ლიკვიდირებული,“ – განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები