ნუცუბიძის პლატოზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავებულია ერთი მოქალაქე

თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი.

დაშავებული მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დამწვრობის ცენტრში გადაჰყავს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები