არჩილ თალაკვაძე: შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ინდივიდურად წესების დაცვა ორმაგად და სამმაგად უფრო მნიშვნელოვანი ხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სისტემური შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ინდივიდურად წესების დაცვა ორმაგად და სამმაგად უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

მან მოქალაქეებს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ინდივიდური დაცვის საშუალებები, პირბადე დღეს ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ როდესაც სახელმწიფომ სისტემური შეზღუდვები მოხსნა, უნდა გვესმოდეს,  ამ სისტემური შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ინდივიდურად წესების დაცვა ორმაგად და სამმაგად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ეს იყო წარსულში, როდესაც კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის ვითარება მოქმედებდა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები