სემეკ-ის წევრი, მაია მელიქიძე ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრია

სემეკ-ის ინფორმაციით, აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად კონკურსს აცხადებს, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

„გამარჯვებული გამოვლინდება კომპანიების მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული მმართველობის ანგარიშგების, კორპორაციული მართვის ანგარიშგების, არასაფინანსო ინფორმაციისა და სხვა ფაქტორების (ანგარიშების გამოქვეყნება ვებგვერდზე, წლიური ანგარიშის წარდგენის მოცულობა და წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ხარისხი) შეფასების საფუძველზე.

სხვა სექტორის კომპანიებთან ერთად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებსაც. კონკურსში გამარჯვებულს ჯილდო გადაეცემა სამეტაპიანი შეფასების მიხედვით, რომელიც მოიცავს თავდაპირველ განხილვას, წინასწარი შერჩევის შედეგად გამოვლენილი კომპანიების დეტალურ შეფასებას და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის მიერ გამარჯვებული კომპანიების გამოვლენას.

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით, საქართველომ 2019 წელს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო დააწესა. 2020 წლის კონკურსში წარმოდგენილი იქნება ახალი ჯილდო კომპანიების წლიურ ანგარიშებში შემავალი საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიშგებისთვის.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ქვემოთ მოცემულ ლინკებზე:https://sites.google.com/view/award20ge/home

https://sites.google.com/view/award20en/home“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები