ჩეხეთის ელჩი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის წარმატებული თანამშრომლობა სამაგალითოა

მინდა, მოგილოცოთ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტის „ტყის კოდექსის“ მიღება და ჩემი ქვეყნის სახელით გამოვხატო მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობისთვის,- ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტერ მიკისკამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„თვალსაჩინოა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ქვეყნის პარლამენტის წარმატებული თანამშრომლობა, რაც მისასალმებელი და სამაგალითოა“,- განაცხადა ელჩმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები