ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ოფიციალურად გაფორმებული შეთანხმება, რაც პასუხისმგებლობას გვაკისრებს

„არჩევნები, ალბათ, ჩატარდება 120/30-ზე სისტემით, რაზეც შევთანხმდით. თუმცა ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე. ჩვენ გვაქვს 93 მანდატი პარლამენტში და ამ ცვლილებას სჭირდება 113 ხმა. 2 პარტია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერენ ამ ცვლილებას, თუმცა ჯერ არავინ იცის, ბოლოს რა მოხდება. თუმცა მათი ხმების გარეშეც არის შესაზლებელი პრაქტიკულად ამ ცვლილებების გატანა,”-განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2″-ის ეთერში.

თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის არსებით განსხვავებას ვერ ხედავს ამ 2 სცენარს შორის.

„თუ გვინდა, რომ ეს ცვლილებები გავიდეს და მას მხარს დავუჭერთ, მაშინ 120/30-ზე სისტემით ჩატარდება არჩევნები. თუ ვერ გავიდა აღნიშნული ცვლილება, ეს იქნება მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა და მათი დანატოვარი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, რაც ასევე ლეგიტიმურია”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, პოლიტიკურ შეთანხმებას „ქართული ოცნების” გუნდი პასუხისმგებლობით ეკიდება, რასაც ვერ ხედავს ოპოზიციის მხრიდან.

„ჩვენ გვაქვს ოფიციალურად გაფორმებული შეთანხმება და ეს შეთანხმება დაიდო საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რაც გვაკისრებს პასუხისმგებლობას. თუმცა ასევე პასუხიმსმგებელია ოპოზიციაც, შეასრულოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებებს”, – განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები