ქუთაისში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

ქუთაისში დღეიდან ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. მერიის ზედამხველობის სამსახურმა უკვე შეამოწმა მუნიციპალური ტრანსპორტის მზაობა, აკმაყოფილებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება.

„საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქში აღდგა ტრანსპორტის გადაადგილება, მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ქალაქს ემსახურებოდა გუშინ ჩვენი ზედამხედველობის სამსახურის მიერ იქნა გადამოწმებული. მითითება მიეცა ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინსტროს რეკომენდაციები. ყოველი დღის ბოლოს მოხდება ავტობუსების სპეციალური ხსნარით დამუშავება. ასევე, გადამოწმდება მგზავრთა ნაკადის გადაადგილება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ყველა ადმაიანისთვის აუცილებელია პირბადის ტარება“, – აღნიშნა დავით ერემეიშვილმა.

ცნობისთვის, მგზავრობის ტარიფი უცვლელია.

დღეიდან ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმაც, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი საშუალებას იძლევა, რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს. ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანციის დაცვაც.

„რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, დღეიდან იქაც განახლდა ვიზიტორების მიღება. ყველა რეკომენდაცია, რაც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული, დაცული იქნება. გაშლილი სივცრეა და რაოდენობა შეიძლება დაიშვას ათი და ათზე მეტი“, – განცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები