იმერეთში Covid 19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
იმერეთის მასშტაბით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განუცხადა.
“ქუთაისის ლაბორატორიაში გაკეთდა 345 კვლევა და ყველა უარყოფითია. რეგიონის მასშტაბით კოვიდზე მკურნალობას ოთხი პაციენტი განაგრძობს. ორ საკარანტინე სივრცეში – საირმესა და წყალტუბოში იმყოფება 141 ადამიანი”, – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 576, გარდაიცვალა 12, კარანტინში იმყოფება 2966 პირი, ხოლო სტაციონარში 250 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას.